воскресенье, 13 апреля 2014 г.

მეცხრე დღე

   კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნა სწავლის პროცესში დამეხმარება სწორად და მიზანმიმართულად დავგეგმო პროექტი. პროექტზე მუშაობის ეტაპებისათვის გარკვეული აქტივობების გამოყენება  ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებას .
  ტრენინგკურსში ძალიან მომეწონა პუბლიკაციის შექმნა , რომელსაც მომავლშიც ხშირად გამოვიყენებ. მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა ხომ უფრო ეფექტურს და მისაღწევს გახდის დასახულ მიზანს. კურსი გამდიდრებული იყო მრავალფეროვანი რესურსებით  ,  რის შედეგადაც პრაქტიკული საქმიანობა საინტერესო  გახდა.
      არ ვაპირებ  გაჩერებას !  მიღებულ გამოცდილებას გავუზიარებ დაინტერესებულ კოლეგებს და მომავალში გავანებივრებთ მოსწავლეებს საინტერესო საქმიანობით.
 მადლობა ტრენერს და მასწავლებელთა სახლის ოგანიზატორს, რომელიც ზრუნავს პედაგოგთა  განვითარებაზე. 

ჩემი პროექტის პორტფოლიო.

суббота, 12 апреля 2014 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მერვე დღე


მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებილი სწავლის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით:
1.შევქმენი რესურსი ,რომელიც მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისათვის საჭირო თვითრეგულირებადი უნარების განვითარებაში დაეხმარება.
2. გავეცანი ფასილიტაციი ნიმუშებს და შევქმენი ჩემეული ვარიანტი  მოსწავლეების დასახმარებლად .

воскресенье, 6 апреля 2014 г.

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: 1. შეფასებისთვის საჭირო პრაქტიკული ნიმუშების შემუშავებაში, 2. რესურსების ჩანართების ჯგუფის დახმარებით ავარჩიე ,რამდენიმე ტიპის შეფასების ფორმა, რომელსაც გამოვიყენებ ჩემ პროექტში - მოსწავლთა თვითშებასებისა და ურთიერთშეფასებისათვის.

суббота, 5 апреля 2014 г.

მეექვსე დღე

   ეს მოდული დამეხმარა განვსაზღვრო როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის უზრუნველყოფისათვის. დღეს  ვიყავი მოსწავლე და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნიმუში ,სადაც გამოვიყენე ინტერნეტიდან მოძიებული ფოტო და ტექსტური მასალები.

воскресенье, 30 марта 2014 г.

მეხუთე დღე


  ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი  რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. კერძოდ:
1.მოსწავლეთა კომუნიკაციის ხელშესაწყობად
2.პროექტებზე მუშაობისას საჭირო მასალების მოსაძიებლად
3. ტექსტური ინფორმაციის , დოკუმენტებისა და რესურსების  გაზიარებისათვის 4.თანამშრომლობისათვის.
  ძალიან მომეწონა ბლოგზე მუშაობა .
    ვიმედოვნებ,  ამ საქმიანობას  კიდევ დავუთმობთ დროს.